პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
პარტიის განცხადებით, საფიქრებელია, რომ უწყება სააკაშვილის დედას არა პროკურატურიდან, არამედ ივანიშვილის რეზიდენციიდან მიუვიდა.
"26 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედას ჩააბარეს უწყება რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ამ დაბარების შესახებ, ღამის 12 საათამდე არაფერი იცოდა მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა, რაც გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად ივანიშვილის რეზიდენციიდან გაიგზავნა, ხოლო პროკურატურა საქმის კურსში მხოლოდ შემდეგ ჩააყენეს. ხაზგასასმელია, რომ უწყებაში არ არის აღნიშნული, თუ რა საქმეზე იბარებენ ყოფილ პრეზიდენტს, თუმცა, ცხადია, რომ შემკვეთებისთვის ეს სრულიად უმნიშვნელო დეტალია" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
განცხადების თანახმადვე, ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს და რომ ეს პოლიტიკური დევნაა.
"საქართველოს წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცედენტო და საერთაშორისო მასშტაბით სამაგალითო რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მთავარ ამოცანად სწორედ ამ ძალის და მისი ლიდერის განეიტრალება რჩება. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი პასუხისმგებლობას გაექცა და კანონს მიღმა მდგარი მართავს ქვეყანას, ცდილობს ჩამოიშოროს თავისი ერთადერთი რეალური პოლიტიკური კონკურენტი. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, "გაზპრომის" აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინტერესების გატარებას აგრძელებს. უკვე მერამდენედ, პუტინისა და ივანიშვილის გზები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ოლიგარქის პასუხი სააკაშვილის საერთაშორისო აქტივობაზე, განსაკუთრებით კი მის მოღვაწეობაზე უკრაინაში, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის" - აცხადებენ პარტიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.