დავით სერგეენკო: 10 ივნისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეუძლია
06-06-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა.

 

 

„10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ, ეს კრიტერიუმი იყო მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობა. 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა შეეძლება ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაერთოს. ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი სიახლის თანახმად, თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ ორი თვე სჭირდებოდა, ჩვენ ამ პროცესს ორი კვირის ფარგლებში ვამცირებთ. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა ის, რომ თუკი არსებული კონტრაქტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მხოლოდ 5 000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომ 20 000 პაციენტის მკურალობას, ეს პროცესი უკვე შეიცვალა. 5001-ე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში მიიღო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი