5 ივნისს მდინარე ხობის სანაპიროზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით შეხვედრა შედგა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან, სახელწოდებით – „ღია საუბრები ღია სივრცეში“. ამის შესახებ guardian.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამშრომლებმა, ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონულმა მენეჯერმა ე. დარასელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა „ახალგაზრდული ხმები“ ლაშა კვიკვინიას ხელმძღვანელობით.
შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ახალგაზრდებისგან გაეგოთ აზრი იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უპირატეს გადაწყვეტას მოითხოვს.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.