ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შს მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ
06-06-2016, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 


გუშინ გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.

 

 

"გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესება იგეგმება.

 

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული. საპასუხოდ, ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას საფრთხის ქვეშ დააყენებს", - წერს გამოცემა.

 

 

Die Welt-ის თანახმად, სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი