როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ცალკე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს მისი გადასაწყვეტია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
„ნებისმიერი ადამიანის აზრს პატივს ვცემთ, მითუმეტეს, ჩვენი თანაგუნდელის. როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ვისთან ერთად და რა იდეოლოგიით ეს მისი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა კობახიძემ.
თამაზ მეჭიაურმა დღეს ახალი პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.