ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს ”აიფონ პლიუსში” და შპს ”ეფლსიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
”მათ შორის განხორციერლდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.