"საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ივანიშვილის ინტერვიუ ფაქტობრივად, ჩაიშალა, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ "ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ".
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს შეხვდნენ მხარეები, რომელთაგან ერთი ითხოვდა, რომ ეთამაშათ ფეხბურთი და მეორეს კალათბურთის თამაში სურდა, ამ დროს კი მოედანზე რაგბის ბურთი იყო. ისე დამთავრდა პროცესი, რომ ვერ გადაწყვიტეს, რა ეთამაშათ. შედეგად, ყველა უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის, მაყურებელი. როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი მისული იყო პოზიტივზე სალაპარაკოდ, ხოლო იქ დახვდა სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტმა თავისი თამაშის წესები შესთავაზა, რაც ივანიშვილმა არ მიიღო და შედეგად, ორივე მხარე "აიჭრა". ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა, თუმცა, ჩემი აზრით, მომხდარით ბიძინა ივანიშვილი უფრო დაზარალდა. ვფიქრობ, რაც უნდა არაკომფორტული ყოფილიყო, ის უნდა გაჰყოლოდა ჟურნალისტს და გაეცა თუნდაც ძალიან ტენდენციურ და არაობიექტურ კითხვებზე პასუხი. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ. თუ ბიძინა ივანიშვილს სურდა, პოზიტივზე ელაპარაკა და არ იყო მზად კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, შესაბამისად, უნდა შერჩეულიყო პლატფორმა და გადაცემა. ამ ყველაფერს ივანიშვილი ვერ დაგეგმავდა, ეს პრესცენტრის საქმე იყო", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.