გია ხუხაშვილი: ივანიშვილმა უნდა მოახდინოს საკუთარი სტატუსის ფორმალიზება, სხვა მხრივ ძალიან გაუჭირდება
06-06-2016, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

'ამ ბოლო დროს საკმაოდ უარყოფითი მესიჯები მოდის დასავლეთიდან, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ინსტრუმენტი აქვს გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გზავნილები არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და დასავლური სტანდარტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია," აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.

 


ხუხაშვილი თვლის, რომ "აქედან გამომდინარე, თუ ივანიშვილი აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას, მას ძალიან ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება. მისთვის ამის მიმცემი კი არის მხოლოდ ხელისუფლებაში რეალურად ყოფნა, კონკრეტული თანამდებობა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის... მან უნდა მოახდინოს საკუთარი სტატუსის ფორმალიზება, სხვა მხრივ ძალიან გაუჭირდება."

 


შეკითხვას - "თითქოს დალაგდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, თუმცა ვნახეთ პრეზიდენტის გამოთქმული ეჭვი, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში არსებობდეს მოძველბიჭოდ მოაზროვნეთა ჯგუფი..." - ხუხაშვილი ასე პასუხობს:

 

 

"დღეის მდგომარეობით, სახელისუფლებო ძალა კვლავაც ძალიან ეკლექტიკურია და არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს. კი, ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა მოახერხეს ერთმანეთთან მოლაპარაკება, ორივე წავიდა კომპრომისზე, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ამის პარალელურად არიან ჯგუფები, რომლებიც სისტემურ დანაშაულებზე ხელს აწერენ. არ მინდა, ვინმე გავაბრაზო, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ის მოჭიდავეები კორცხელში შემთხვევით ჩავიდნენ? სწორედ ასეთი მოჭიდავეები გვირტყამდნენ თავში წინა ხელისუფლების დროს. დღევანდელ ხელისუფლებას არ ეკადრება ასეთი მეთოდებით მოქმედება. ამაში კვირიკაშვილის ხელი რომ არ ურევია, ესეც ცალსახად ჩანს. ამიტომ პრეზიდენტმა ხელისუფლებაში არსებულ გარკვეულ ჯგუფზე მიგვანიშნა, რომელმაც ზიანი მიაყენა პარტიის ლიდერს. ყველაფერთან ერთად, არჩევნებიც წააგეს, მოკლედ, კორცხელში ორი ავტოგოლი გაიტანეს".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი