2015 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის, პრემია-დანამატები, 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა, -აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გულორდავამ გააკეთა.
„სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულ თანხებზე საუბრისას მხოლოდ დანამატის მაჩვენებელი სრულ სურათს არ ქმნის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით გაცემული პრემიის საერთო თანხა 4 400 000 ლარით არის შემცირებული, შესაბამისად ჯამში პრემიისა და დანამატის ოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უწყებაში მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება.
პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე სამინისტრომ ადრეც გააკეთა განმარტება და მომავალშიც მზად არის დაინტერესებულ ჯგუფებთან და უწყებებთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. აქვე გვინდა აღვნიშოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელფასო დანამტებისა და პრემიების გაცემის საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ არც 2014 და არც 2015 წლებში რაიმე სახის რეკომენდაცია არ გაუცია. სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია“, - აღნიშნეს კახიშვილის უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.