გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან
06-06-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს, - აღნიშნული განცხადება გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში ბუნდესტაგის დეპუტატმა, არმინ შუსტერმა გააკეთა.

 

 

შუსტერი აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან, გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელებზე მეტად არიან ჩართული. მისივე თქმით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიაში წამყვან ძალად იქცნენ, რომელიც ბინების ძარცვებით არის დაკავებული.

 

 

"ბილდის" თანახმად, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. აღნიშნული განცხადებები ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკში გაკეთდა, რომლის თავმჯდომარეც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელია.

 

 

დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლი „ბილდთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად, საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე თუ ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის.

 

 

მისი მოსაზრებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გერმანიაში უკონტროლო მიგრაციას და კრიმინალის ზრდას, ხოლო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

 

 

გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, აქედან უმრავლესობა სწორედ ქართულმა მაფიამ ჩაიდინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი