კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, უცნობი პირები თუ როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს.
“პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ბელთაძემ განაცხადა, რომ ამ ვიდეოში სულ სხვა რაკურსით არის დაფიქსირებული მოვლენები, როგორც დაცვის მხარისთვის, ასევე საზოგადოებისათვის.
“ამ ჩანაწერს ჩვენ წარვადგენთ როგორც მტკიცებულებას, ასევე გავაცნობთ ბრალდების მხარეს და საზოგადოებას. ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, კერძოდ, სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით”, – განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ ბელთაძე მიმართავს გამოძიებას, რომ ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენის შემდეგ მოხდეს მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს მიეცეთ სამართლებრივი შეფასება.
“გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მათ მიმართ ხელკეტებით ცემას და წინააღმდეგობის გაწევას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთი პირი მოქმედებს”,-აღნიშნა ადვოკატმა.
ზურაბ ბელთაძე მომხდარს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ინციდენტში სპორტსმენების წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოქმედებდნენ.
ზურაბ ბელთაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6 სპორტსმენიდან ორის – გეგეშიძის და ტყეშელაშვილის ადვოკატია.
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ 5 სპორტსმენს გირაოს სახით 7 ათასი, ხოლო ერთს კი 10 ათასი ლარი აქვს შეფარდებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 28 ივლისს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.