სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში 5.4 კილომეტრამდე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის თამამშრიმლებთან ერთად მოინახულა. ამის შესახებ guardian.ge–ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ილიას ქუჩიდან სოფ. ეწერის მიმართულებით (4,1 კ.მ.) და სოფ. ნორიოს ცენტრიდან სოფ. საგვაზაოს მიმართულებით (1.3 კმ) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სს „არქეოპოლისი" აწაროებს.
ახლად დაგებული გზის ორივე მხარეს გაიწმინდება სანიაღვრე არხებიც. სამუშოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 877 727 ლარით ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.