აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი 8 აგვისტოდან დაიწყება, - აღნიშნული განცხდება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება - საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ. არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს. საარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან შევა ძალაში კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, აქტიური ფაზა დაიწყება, ალბათ, 8 აგვისტოს. თუმცა მანამდეც გარკვეული ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს“, - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა სახელმწიფო 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდისთვის, ხადური პასუხობს: „ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ წელს არჩევნები გვექნებოდა ჩასატარებელი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.