საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან გამართა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 19 მაისს, სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.
შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა ოქროს წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.