ჰილარი ქლინთონმა შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს დაანგარიშებით, ქლინთონს უკვე გარანტირებული აქვს 2 383 ხმა - რიცხვი რაც მისი სავარაუდო კანდიდატობისთვის არის საჭირო.
BBC -ს წერს, რომ იგი შეერთებული შტატების მთავარი პოლიტიკური პარტიის პირველი ქალი კანდიდატი გახდება.
ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ, განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს ივლისის პარტიის ყრილობამდე არ გამოეთიშოს საარჩევნო კამპანიას.
ქლინთონმა პუერტო რიკაში დიდი გამარჯვება მოიპოვა პარტიის შიგნით, ე.წ. სუპერ-დელეგატებს შორის, იუწყება „ასოშეითედ პრესი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.