დღეს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება
28-07-2014, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინა.

 


წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო და ადრე დაქვრივებული, ჩვილ კვირიკეს ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა, დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტა შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. წმინდანი მმართველ ალექსანდრესთან დაასმინეს, რის შემდეგაც ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. წმინდა ივლიტა ქრისტეს სარწმუნოებისთვის ჯერ აწამეს, შემდეგ კი ალექსანდრემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სამი წლის კვირიკე კი, მმართველმა მიწაზე დაანარცხა, წიხლი ჰკრა და მოკლა.

 


წმინდა კვირიკე და ივლიტა 305 წელს აღესრულნენ. წმიდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის ევედრებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი