ივანიშვილს თუ უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, მაშინ პარტიული სიის პირველი ნომრობა თავად უნდა იტვირთოს
07-06-2016, 00:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა და წავიდა პოლიტიკიდან, რის გაკეთებასაც კატეგორიულად არ ვურჩევდი, არაერთხელ მივმართე (არამარტო მე, არამედ სხვებმაც..) მას თხოვნა–მოთხოვნით, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და პოლიტიკური პასუხისმგებლო აეღო საკუთარ თავზე, როგორც ქვეყნის პრემიერსა და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს! მაგრამ რა? ივანიშვილმა ეს თხოვნები არ შეისმინა და როგორც ჩანს, არც აპირებს ამას, ანუ პოლიტიკაში "ოფიციალურად" დაბრუნების გარეშე აპირებს, რომ თავისი რესურსებით დაეხმაროს პარტია "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში და ახალი პარლამენტის უმრავლესობით დაკომპლექტებაში!

 

 

არ ვიცი და ვერ გეტყვით, თუ რისი ან ვისი იმედი აქვს ივანიშვილს, მაგრამ ცხადია, რომ აშკარად გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ადეკვატურად არ აღიქვამს რეალობას. ანაც, იგი მცდარი ინფორმაციული ნაკადის მძევალია, რომელსაც მას "ერთგული" გარემოცვა აწვდის (პოლიტიკაში, ასეთი მაგალითები უამრავია)! საქმე ის გახლავთ, რომ ივანიშვილის ამასწინდელი წერილიც და დღევანდელი პრეს–კონფერენციაც და მომავალში მისი ნებისმიერი ქმედებაც, არ მოიტანს იმ შედეგს, რისი იმედიც მას აქვს, ანუ პარტია "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებას და უმრავლესობის მოპოვებას ახალ პარლამენტში! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას მოსწყინდა სუროგატი, ურეიტინგო პრემიერ–მინისტრების ცქერა, "ხათრით არჩეული" პრეზიდენტის უაზრო ლაქლაქის მოსმენა, თბილისის "დამფრთახალი მერის საცოდაობა", რომელსაც დედაქალაქის მცხოვრებლებთან საუბრისაც კი ეშინია!

 

 

მოკლედ, ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ეს საქართველოა და არა ჩინეთი, "დენ სიაპინობა" აქ არ გამოვა და თუ უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, მაშინ თავად უნდა იტვირთოს ხელისუფლების მთელი სიმძიმე და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როგორც პარტიული სიის პირველმა ნომერმა! მხოლოდ ამ შემთხვევაში, საქართველოს ამომრჩევლებს, ყველა პლუს–მინუსის გათვალისწინებით, მოუბრუნდებათ გული და მისცემენ ხმას პარტია "ქართულ ოცნებას", რაც გამარჯვებას მოუტანს მას საპარლამენტო არჩევნებში!.. დიახ, – ეს საქართველოა, სადაც პირად მაგალითს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამის დასტურია ჩვენი სახელოვანი მეფეების და მამულიშვილების ცხოვრება და მოღვაწეობა! ქართულ ხასიათში, ერის ფსიქოლოგიაში "დადებითად არ ჯდება ჩრდილში დგომა და იქიდან ხელმძღვანელობა" და ეს უნდა შეიგნოს ივანიშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 2
#2   tornike
      
http://tar.ge/ მიმდინარეობს 20 მილიონიან დოლარის პროექტის განხორციელება უფასოდ ორიგინალის ტექსტური ლექსიკონის, http://tar.ge/ რუსულისა და ინგლისურის თქვენი სწავლებისათვის ქართულ ენაზე შევსებულია სიტყვითი რაოდენობა წინადადებაში - ინგლისურში 788871 და რუსულ ენაში 594489
7 ივნისი 2016 05:01
#1   ლევანი
      
რა თქმა უნდა "ქართული ოცნების"პარტიული სიის პირველი ნომერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.ასეთი გადაწყვეთილება დააწყნარებთ ვაიპარტიებისა და პარლამენტის წევრობაზე შეყვარებულ ადამიანებს.
7 ივნისი 2016 02:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი