მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზა–ლიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა "საქართველოში დემოკრატიის დეფიციტი" იყო. თუმცა ვოლსკიმ დააზუსტა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული.
"საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე, მედიის დევნაზე, კონკრეტულად "რუსთავი2"-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამართულ საარჩევნო პროცესის დროს დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით საქართველომ მსგავსი შემთხვევები უნდა აღკვეთოს," - განაცხადა სარიუშ ვოლკსკიმ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული.
"ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ვიზალიბერლიზაციას მოგვიანებით მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მეტს გააკეთებს დემოკრატიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება ეს", - აღნიშნა სირიუშ ვოლსკიმ.
როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზა–ლიბერალიზაციის განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.
"ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - განმარტა ევროპარლამენტის წევრმა.
სარიუშ ვოლსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზა–ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. სარიუშ ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადადება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.