მარია გაბრიელი: საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხებში ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის
07-06-2016, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა.

 

 

მხარეებს შორის საუბარი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას შეეხო.

 

 

ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს აღნიშნულ პროცესში ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის.

 

 

"ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემ მოხსენებას.

 


მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევროკომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

 


ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე, რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია.

 


ყველაზე მნიშვნელოვანი კი, არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იგივეს," - განაცხადა მარია გაბრიელმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი