თბილისის სააპელაციო სასამართლოში, "რუსთავი-2"-ის საქმის განხილვაზე ტელეკომპანიის ადვოკატები და გენერალური დირექტორი არ დაუშვეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2"-ი ავრცელებს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოპასუხე მხარე, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო, უარი თქვა. შესაბამისად, მოსამართლეებმა იურუსტების მოთხოვნა - ნიკა გვარამია დაეშვათ სასამართლო სხდომაზე, არ დააკმაყოფილა.
სასამართლო დარბაზში მყოფი იურისტები სხდომაზე ადვოკატების, თამთა მურადაშვილისა და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე დაშვებას მოითხოვენ.
„პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმ ისტორიის გახსენება, თუ როგორ მოხდა საავტორო უფლებებზე სარჩელის წარდგენა. როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა ის 10 წელი ემზადებოდა ლოგოს და გადაცემების უფლებების დასაბრუნებლად. ბოლო დღემდე იცავდნენ და აპელირებდნენ, რომ მათ უნდოდათ საავტორო უფლებების დაცვა. ყველამ იცოდა, რომ დღეს დასრულდებოდა პროცესი და სულ ბოლო წამში პაატა სალია უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე. ეს ნათელი დასტური იმისა, რომ პაატა სალიამ ფაქტობრივად მწვანე ხალიჩა დაუგო მოსამართლეებს იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ ბრჭყალებში სამართლებრივი საფუძველი, რომ არ დაეშვათ პროცესზე ნიკა გვარამია და ასევე ჩვენ ადვოკატები. ნიკა გვარამია დარბაზში როგორც დამსწრე რომ დაესწროს ამის უფლებაც არ აქვს მას. შესაბამისად, ნათელი ხდება რა გზით მიდის სასამართლო “-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მოსამართლეთა გადაწყვეტილების შემდეგ, სხდომათა დარბაზში მყოფმა პოლიტიკოსებმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.