ნიკა გვარამია: აბსოლუტურად ყველაფერს ველოდები, სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე სრულად შეთანხმებულად იქცევა
07-06-2016, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბსოლუტურად ყველაფერს ველოდები, სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე სრულად შეთანხმებულად იქცევა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

 

"ეს იმდენად ტრაგიკულია უკვე, რომ სასაცილოც აღარაა, თუმცა ნამდვილად კურიოზულია ფაქტია. ჩვენ, თავისთავად ცხადია ვიბრძოლებთ ბოლომდე, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ამ კოლეგიამ რაც არ უნდა ქნას, თუ ჩვენი სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება, წერონ და იკითხონ, ეს ყველაფერი უკან დარჩებათ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორის თქმით, როგორც სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ სამ მოსამართლეს, ასევე მოსამართლე ურთმელიძესაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს და ქართველ ერს დააკლდა ვიზა-ლიბერალიზაცია.

 

 

„როგორც ჩანს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადაიდო შორეულ პერსპექტივაში, ოქტომბერში ჯერჯერობით, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად არ მეიმედება რომ ეს პროცესები, მათ შორის არჩევნები პოზიტიურად წარიმარტება ჩვენთვის. სასამართლო ხელისუფლება, კონკრეტულად ეს სამი ადამიანი ვინც ახლა პროცესზეა, ვითომ მოსამართლის მანტიებით, მოსამართლე ურთმელიძე არიან სრულად პასუხისმგებლები იმაზე, რაც ქართველ ერს დააკლდა. კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის დანაკლისზე, ეს ადამიანები ამ პასუხისმგებლობას ვერასდროს ვერ გაექცევიან, მათ შორის სამართლებრივ პასუხიმგებლობაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი-2"-ის საქმის განხილვაზე დღეს ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის ადვოკატები არ დაუშვეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი