დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველ 3 თვეში ბიზნეს–სექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა, ბრუნვის მოცულობა კი 12,8 მილიარდ ლარს შეადგენს
07-06-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, პროდუქციის მოცულობისა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზრდა არის დაფიქსირებული, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებით.

 


„2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილია 5.9%-ით, რაც რაოდენობრივად 577 ათას ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,0%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდ ლარს შეადგენს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და 12,8 მილიარდ ლარს შეადგენს.

 


„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2016 წლის პირველ 4 თვეში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2,8% შეადგინა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა, ხოლო 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 3 834,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37,8%-ია და 247,4 მლნ ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ - აღნიშნა მინისტრმა.

 


დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებს ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებაც ესაუბრა. „ამ თემაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ 5 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი 15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობაა 782,814, რაც 18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი