იან კელი "რუსთავი-2"-ის საქმეზე: არ უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში
07-06-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში როგორი პოლიფონიაც არსებობს ქართულ სიმღერაში, ასეთივე უნდა იყოს მედიაპლურალიზმი, - აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

"საქართველოში ბევრი ხმა ისმის მედიაში, ამავეს ვერ ვიტყვით ამ რეგიონში სხვა ქვეყნებზე. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება და აგრეთვე მათ ყველას უნდა ჰქონდეთ თანაბრად წვდომა მედიაზე და არ უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში “, - განაცხადა იან კელიმ.

 

 

კომენტარები: 1
#1   მარინე
      
ხვალ 8 ივნისს, ამერიკის საელჩოსთან გამოვხატავ ჩემს აზრს

"ბატონო ელჩო - ეს სუვერენული საქართველოა!" - "პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა" ამერიკის საელჩოს წინ აქციას გამართავს. როგორც პარტიის ლიდერი, ლაშა სტურუა აცხადებს, აშშ-ს ელჩი დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებს გასცდა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ლახავს სახელმწიფო სუვერენიტეტს.

"აშშ - ის ელჩის ბოლოდროინდელმა თავხედურმა განცხადებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! მეტიც ვთვლით,რომ იგი გასცდა დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებს! ჩვენის აზრით მისი დაუფიქრებელი განცხადებები პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა საქმეებში და ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს,რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნების თანასწორუფლებიანობის პრინციპებს! გვჯერა,რომ მისი უტაქტო გამოხტომები არ გამოხატავს აშშ -ს ოფიციალურ პოზიციას და მოვითხოვთ მისგან მისი კერძო მოსაზრებებისაგან თავის შეკავებას,ხოლო უკვე გაკეთებულ განცხადებებზე კი ბოდიშის მოხდას ქართული საზოგადოებრიობის წინაშე!" - განაცხადა ლაშა სტურუამ.

აქცია, ოთხშაბათს, 8 ივნისს, ამერიკის საელჩოს წინ, 12 საათზე დაიწყება.
7 ივნისი 2016 16:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი