წელს, განსაკუთრებული არჩევნები იქნება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტექნოპარკში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„2012 წლის არჩევნებს სხვა დატვირთვა ჰქონდა, ახლა იქნება ჭეშმარიტად იმაზე კარგი და არანაკლები არჩევნები, რაც ახალი გუნდის მმართველობის პერიოდში ჩატარდა, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილიც ძალიან დიდია და ამიტომაც ვთავაზობ ჩემს ანალიზს საზოგადოებას, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, სწორი ანალიზი. საამისოდ, მე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლასა და ადგილობრივებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას, ტელევიზიებით გამოსვლას. ვაპირებ დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა არგუმენტებით, დასაბუთებულად წარმოვუდგინო საზოგადოებას, ვინ როგორია, მთავრობა როგორია და ა.შ მე ამაზე მეტი ინტერესი არ მაქვს, არ გამაჩნია პირადული ინტერესები იმის გარდა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდეს. მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან და ამას ვაზუსტებ იმიტომ, რომ მეტი სანდოობა ჰქონდეს ჩემს ანალიზს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.