„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო, მოვუწოდებ მმართველ გუნდსაც და მთლიანად სზოგადოებასაც, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს“, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ერთი გუნდი ქვების სროლით მოვიდა და ქვების სროლითვე დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით და ამიტომ ეს იყო სირცხვილი იქ რაც მოხდა და რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს - ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება იქონიონ. მე არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თუ ვინ ვი მიიყვანა, ვინ რა უპასუხა და ა.შ საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ, პრევენციები გააკეთონ, რომ მეტი აღარ განმეორდეს.
მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, შევამჩნიე როგორ მოსწონდა ბოკერიას ის, რომ შედეგი მიიღო. თუმცა, ეს არ ამსუბუქებს იმას რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად ორგანიზებული პროვოკაცია იყო, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციას აღარ წამოვეგოთ. რაც შეეხება არჩევნებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხ ოლქში ღებულობდა მონაწილეობას, აქედან ორში გაიმარჯვა. ჩვენ არჩევნების ნაცვლად, ცემა-ტყეპას ვუყურეთ. აქვე მინდა გავუსვა ხაზი, რომ რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ჩანს, ბევრი არ აქვს, თორე ამას გადაინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმით რომ პროვოკაცია მათი დაგეგმილი იყო, ეს შეღავათს არ აძლევს მმართველ გუნდს. ჩემთვის უფრო შემაშფოთებელი იყო ნასაკირალზე ჩატარებული არჩევნები. მან გარკვეული კითხვები გააჩინა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო არჩევნები და წააგო ხელისუფლებამ პირწმინდად, არა იმიტომ, რომ მთავრობამ შეცდომები დაუშვა, არამედ იმიტომ, რომ ხალხმა ვერ გაიგო, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ხელისუფლბამ მოახერხა და დააკავა გამგებელი, უკანონობის გამო, მაგრამ ხალხმა ეს ვერ გააცნობიერა. ყველაზე შემაშფოთებელი ეს არის, რომ საზოგადოებამ მადლიერების ნაცვლად არ აპატია ხელისუფლებას ის, რომ მათი თანასოფლელი დაისაჯა. ჩვენი ხელწერაა, რომ კანონი ყველასთვის ერთია”, “ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.