საქართველოში 700–სზე მეტი საწარმო გარემონტდა და ამოქმედდა, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოპარკში ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მან ასევე თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2–ჯერ მეტი სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთდა, თან საგრძნობლად უფრო იაფად.
„აქვე გავიხსენებდი სწრაფმავალ გზებს, რომელიც 2–ჯერ მეტი გაკეთდა, ვიდრე კეთდებოდა. რაც არა მაქვს წერილში მინიშნებული, ის, 14%–ით უფრო იაფად იგება და ეს 14% ამ 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 140 მილიონ ლარს შეადგენს.
„მუდმივად მახსენებდით, გახსოვთ, ჟურნალისტები – 60 საწარმო ვთქვი ოდესღაც, ერთ–ერთ ჩემს გამოსვლაში, რომ კარგი იქნება, 60 რეგიონში, თუ თითოეულ რეგიონში 1 საწარმო მაინც დაფუძნდება ჩვენი მმართველობის პერიოდში. მახსოვს პირველივე დღიდან ითხოვდნენ ჟურნალისტები, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები იმ დღესვე ითხოვდნენ, სად არის ის 60 საწარმო, მერე 60 რატომღაც 100–სში გადაიქცა და 100–სს მეკითხებოდნენ, დღეს აღარავინ აღარ კითხულობს, 700–სზე მეტი საწარმო გარემონტდა და ამოქმედდა და ახალი აიგო. ახალი მათ რიცხვში სტარტ–აპით 129 საწარმო აშენდა, 55 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ა.შ.,“ აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.