მე არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ძირითადად ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
”საერთოდ მე ძალიან მიყვარს ჭეშმარიტების ძიება და არაფრით არ განვსხვავდები ალბათ სხვა ადამიანებისგან. ვაძლევს თავს უფლებას, თუ ისე არ ვხედავ, ვუპასუხო. მე არ მგონია, რომ ზღვარგადასულია ეს”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აღარ არის მისი გადაცემები ”2030”-ში.
”რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტობას, როდესაც პოლიტიკიდან წასული მე ძიების პროცესში ვიყავი, მინდოდა გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. თუმცა მერე მალევე ვთქვი, უარი და მათქმევინეს, ისეთი იყო რეაქცია. ეტყობა რაღაც შემეშალა და ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა”, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.