ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოპარკში ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ საუბრისას.
„გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და განწყობის იმისა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლები შემძლების გიორგის არანაკლები განწყობა აქვს ჩემზე და მხოლოდ ამისთვის არის მთავრობაში და არ არის მარტო გიორგი ასეთი, არიან სხვა მთავრობის წევრებიც მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა ჩემთვის, თუ გნებავთ ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, რომ იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და ა.შ. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ დღეს ის მთავრობის მეთაური და გარწმუნებთ ამაში და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მოემსახუროს საკუთარ ქვეყანას, რომ ის საუკეთესო გზით წაიყვანოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.