ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მის დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალის წაყენება სწორედ იმ დღეებში ხდება, როდესაც უკრაინელები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხებასთან ახლოს არიან და რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სააკაშვილი აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, 2 წლის განმავლობაში მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული უმრავლესობა, მთელ ძალისხმევას, არა ქვეყნის განვითარებასა და შენებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოპონენტების დევნას ახმარდნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიზნით წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ.
"მათ, ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას დაძაბავს. თუმცა ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს, ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს"-ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
ექსპრეზიდენტის განცხადებითვე, ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია და სააკაშვილის თქმით, ის ნამდვილად არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.
"მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და არ შეიძლება ეს არ მაწუხებდეს!
ჩვენი რეგიონი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია. მთელმა მსოფლიომ როგორც იქნა ყურად იღო ჩვენი მოთხოვნები. ნუთუ, ახლა სწორი დროა, რომ ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი და დიდი ძლაუფლების მქონე პიროვნების პირად ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი - თავისუფალი მსოფლიოს, თავისუფალი მოქალაქეების მომავალი?"-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავარ პროკურატურაში დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. თუ რა საკითხითაა მთავარი პროკურატურა კონკრეტულად დაინტერესებული, ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული. საქართველოს ექსპრეზიდენტთან მთავარ პროკურატურას კითხვები რამდენიმე თვის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.