"ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუმცა გადალახონ და ღმერთმა მოახმარონ, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით აპირებს ყველა პოლიტიკურ პარტიაზე ანალიზის გაკეთებას და დღეს ამ საკითხზე ვრცლად არ სურს საუბარი.
"მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას გაუჭირდება, დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს და ამის საშუალება ექნება რამდენიმე პარტიას და აქვს დღესაც, ეს ყუთებთან უნდა გაირკვეს, ანალიზით მე ამას გავაკეთებ თავის დროზე, როდესაც თითოეულ პარტიას დავახასიათებ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან წინმსწრებად გეუბნებით, რომ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ – "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუმცა გადალახონ და ღმერთმა მოახმარონ, არც მათი არავის არ ეშინია, ესეთი ყვირილიც საჭიროა, ესეთი აგრესიული ოპონირებაც არ არის ცუდი საზოგადოების განვითარებისთვის, რაც შეეხება პირადად ისევ ბურჭულაძეზე დასმულ შეკითხვას, მაგის დრო დადგება და მე ყველას გავაანალიზებ. დღეს იგივეს მოვუწოდებ და რაც მოვახერხე და ერთჯერ ვუთხარი, არ იცრუოს," განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.