ბიძინა ივანიშვილი: თუ მე აღარ ვარ საინტერესო, სიამოვნებით წავალ, ჩემი საპენსიო ასაკიც ახლოსაა, მაქვს უამრავი ჰობი, კარგად ვიცხოვრებ და კარგად ვიქნები
07-06-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ის არჩევნების შედეგად ნახავს, რომ საზოგადოებას მისი აღარ სჯერა, ის საზოგადოებას და მედიას დაემშვიდობება. მან მის მიმართ საზოგადოების ჭარბი ნდობის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამის ყველაზე კარგი დამადასტურებელი არჩევნები იქნება, ხოლო თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ იგი საინტერესო აღარ იქნება, მისთვის ეს "დიდი ტვირთის მოხსნა" იქნება.

 

 

“ვალდებულების განცდა მაქვს, რომ მე არ უნდა ვუღალატო და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი ის, დავეხმარო და დავუდგე და ვაჩვენო ჩემებურად და არგუმენტირებულად როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. დარწმუნებული ამაში რა თქმა უნდა არ უნდა იყო, მე ესე მგონია, ამის გამოცდა იქნება არჩევნები. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ რომ… 5 000 კაცს ნებისმიერი პატარა პარტიაც აგროვებს და ეს არ მექნება ამბიცია, რომ იმ 5 000 კაცს არ უნდა ვუღალატო, როგორც ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა ის პოზიცია და არ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით იქ და საზოგადოებასაც და დავუბრუნდები ჩემს სურვილისებრ ცხოვრებას”,-განაცხადა ივანიშვილმა და მიანიშნა, რომ მისი საპენსიო ასაკიც ახლოვდება.

 

 

"თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ავრცელებენ, ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა, გარწმუნებთ, რომ როგორც კი მე ამას ვიგრძნობ, რომ ეს ასე არ არის, არც ერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და არც თქვენ მათ რიცხვში, სიამოვნებით წავალ და, ჩემი საპენსიო ასაკიც ახლოსა მაქვს, სიამოვნებით, მე მაქვს უამრავი ჰობი ჩემი, და კარგად ვიცხოვრებ და კარგად ვიქნები," აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა:

 

 

"თუ არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, აი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით. ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში. გარწმუნებთ, რომ არ შეგაწყენთ თავს ჩემი მოწოდობებით, რომ როგორმე, აი მე 30 ათასი კაცი მისმენს და მე მათ ვერ ვუღალატებ და აბა, ისევ და ისევ მე ვარ – არა, არ მოხდება ეს". 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი