მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მათ წისქვილზე ასხამს ხშირად წყალს, არ მგონია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კაცი იყოს, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
”ყველაზე დიდი ტრაგიზმი იყო გირგვლიანის თემა, თუმცა მკვლელობები სხვაც მოახერხა ხელისუფლებამ. მინდა ქრონოლოგიურად მივყვე, რამდენიმე წლის წინ მურუსიძე სასამართლოში მეორედ აირჩიეს, თუმცა მაშინ ხმაური არ აუტეხავს არავის, არც ”რუსთავი 2”-ს, არც ენჯეოებს. ეს თემა, ”ნაციონალური მოძრაობის” აწეულია. მათ რიცხვში პრეზიდენტიც ხშირად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, არ მგონია მათი კაცი იყოს, მგონია, რომ მათგანაც გამოუყენებელია. მაგრამ ბევრი ჩაერთო შემთხვევით ამ საკითხში და ბევრმა დაასხა იმ წისქვილზე წყალი. თემა მათი აწეული იყო და რატომ? ეს ხელწერა მათია. რატომ მაშინ არ აგინებდნენ, მეორე თანამდებობა რომ მისცეს?! - ალბათ იმიტომ, რომ მათ აღარ ემორჩილება. ახლა წარმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლევან მურუსიძემ გააკეთა და არა იმ სისტემამ, რომელიც მათივე შექმნილი იყო. ეს გუნდი ედავება მას, ვისი მსხვერპლიც იყო სასამართლოც და მურუსიძეც”, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერმა ლევან მურუსიძის არჩევისას ადვოკატთა ასოციაციისა და გიორგი მარგველაშვილის როლი გაიხსენა და განაცხადა, რომ ”ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიმართა არ დაენიშნა ლევან მურუსიძე”.
”ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს, რომ არ დაუშვას რომელიმე მოსამართლის არჩევა. გესმით, როგორი ამბავია?! ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს ვის აირჩევს სასამართლო? თანაც ნახეთ ვინ მიმართავს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. აბა ნახეთ როგორია, პრეზიდენტიც ცდილობს, რომ არ დაუშვას. ნახეთ რამდენ შეცდომას უშვებს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.