საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან სოციალ - დემოკრატების ალიანსიდან - კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან, მარია მუნიზთან საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხები განიხილა.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიციალურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, სოციალ - დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.