„სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის კი 75 000 ფუნტად გაიყიდა
07-06-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სოტბის“ აუქციონის სახლი ავრცელებს.

 


”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, ”ჩვენი ნიკოსი“ კი 4 000 ფუნტი. "სოტბის" ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები.

 


როგორც ცნობილია, ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევარი „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი.

 


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოტბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ვინაიდან სექციის ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი