დავით ბერძენიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, “ქართული ოცნება“ არის აწმყო - შანსი გვაქვს გვქონდეს უკეთესი მომავალი
07-06-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით 95-ადგილს დაიკავებს, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

 

 

“ბიძინა ივანიშვილმა პატივი დამდო და დღეს მახსენა. ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის პოზიციები პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის მიმართ აბსოლუტურად იდენტურია. ივანიშვილმა ეს თქვა, თუმცა სხვადასხვა აქცენტებით - რატომ იცავ ყოველთვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამაში მეკამათეო. დიახ, მე ინსტიტუტს ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტი არც მტერია, არც მეგობარი - ის ინსტიტუტია. პრეზიდენტი გამიკრიტიკებია და დამიცავს, ინსტიტუტი არასდროს გამიკრიტიკებია. ძალიან საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის საუბარი. მან ბევრჯერ ახსება “ნაციონალური მოძრაობა“, ბევრჯერ ახსენა მისი პარტია “ქართული ოცნება“. სხვა პარტიების ხსენებას ის გაურბის. ჩემი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, “ქართული ოცნება“ არის აწმყო და ჩვენ გვაქვს ყველა შანსი, გვქონდეს უკეთესი მომავალი. ქართული პოლიტიკური რეალობა არ არის ორპოლუსიანი - ახლა 2012 წელი არ არის, 2016 წელია და 5-7 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს პარლამენტში საკუთარი პოზიციების დასამკვიდრებლად. მაღალი ალბათობით ისინი მანდატს მიიღებენ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი