შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს. ახალი ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეს უკავშირდება.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
"ამ შინაარსის მუხლი მას უკვე ჰქონდა წარდგენილი და მისჯილიც აქვს 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლაფსუსი აქვს პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ახალ სისხლის სამართლის საქმეშიც ექნება მას ცდომილება, რადგან ჰყავს ერთი და იგივე მოწმეები, რომლებსაც ყველა პროცესზე იყენებენ. რაღაც ახალს არ ველოდებით, ველოდებით დამატებითი შოუს ელემენტებს", – აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ამავე საქმეში ბრალი ედება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მათ ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.