პარკირებულ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის დისტანციური მართვის პულტით აფეთქების შედეგად, სტამბულის ცენტრში, პოლიციის 7 ოფიცერი და 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, დაზიანებები კი 36–მა ადამიანმა მიიღო. ეს, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში მე–4 მსხვილი თავდასხმა იყო მიმდინარე წელს.
არც ერთ დაჯგუფებას მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქურთი სამხედროების ჩართულობაზე განაცხადა.
თურქული მედიის ცნობით, 4 ადამაინია დაკავებული, მაგრამ დეტალები არ ხმაურდება. უსაფრთხოების ძალებზე ამას წინათ მომხდარი თავდასხმის პსაუხიმგებლობა კანონგარეშედ გამოცხადებულმა ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ იკისრა.
თურქული CNN-ის ცნობით, პარკირებული ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული დისტანციური მოწყობილობით დილის პიკის საათებში მაშინ აფეთქდა, როდესაც მას პოლიციელების ავტობუსმა ჩაუარა.
თურქეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული მსგავსი სახის აფეთქებების უკან ქურთული სამხედრო შეიარაღებული ძალები, რადიკალური მემარცხენეები და "ისლამური სახელმწიფო" იდგნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.