დღეს ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა პირველ საკითხად მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე განხორციელდა და თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 300 ლარით შემცირდა. დაიგეგმა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებისთვისაც 897 282 ლარი გაიწერა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 15 საკითხს უყარეს კენჭი. ცვლილებები შევიდა ბრონქული ასთმითა და ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების, ომის მონაწილეებზე და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების მიზნობრივ პროგრამებში, ასევე კულტურისა და სპორტის პროგრამებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.