ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. ამის შესახებ guardian.ge-ს გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემამ მოსული ნალექის გატარება ვერ შეძლო, რამაც ქალაქის ცენტრალური მოედნის და მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინტენსიური სამუშაოების შედეგად წყლის სრულად ამოტუმბვა მოხდა.
ინტენსიურმა წვიმამ ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა სუხიშვილის ქუჩაზე, რამაც მცირედით შეაფერხა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქს ნაწილობრივ გაეთიშა ელექტროენერგია, თუმცა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო, რაც სამუშაოების უფრო ინტენსიურად და ეფექტურად წარმოების საშუალებას იძლევა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია ათკაციანი ჯგუფი, რომელიც აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს და დახმარებას უწევს მოსახლეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი. ქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ ადგილას იმყოფებიან მერიის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას უწევს შიდა ქართლის რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.