ესპანეთის მოულოდნელი დამარცხება ქართველების მიერ ამხანაგურ მატჩში – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული "გარდიანი". გამოცემა წერს, რომ ევროპის ჩემპიონებმა იმ გუნდთან განიცადეს მოულოდნელი დამარცხება, რომელიც მსოფლიოში 137–ე ადგილზე არიან.
"სქაისპორტი" აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონებმა, ესპანელებმა 2015 წლის მარტის შემდეგ პირველი შოკისმომგვრელი დამარცხება იგემეს შინ იმ გუნდთან, რომელიც მსოფლიოში 137–ე ადგილზეა და არ მოუგიათ თამაში გასული წლის ოქტომბერში, გიბრალტარის უმნიშვნელო გუნდის დამარცხების შემდეგ.

"სქაისპორტი" წერს, რომ მიუხედავად ამისა, ისინი მტკიცედ იცავდნენ თავიანთ კარებს, გამოიყენეს თავიანთი უპირატესობა ერთი ყველაზე რეალური თავდასხმისას, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა შეხვედრის პირველი ნახევრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე ესპანელებს გოლი გაუტანა.

ბრიტანული "დეილიმეილი" წერს, რომ ესპანელების ამხანაგური თამაში, მათი ევროპის ჩემპიონატის ტიტულის დაცვის წინ, არ შეიძლებოდა წარმართულიყო უფრო ცუდად, რადგან ისინი შინ საქართველოს უმნიშვნელო ნაკრების მიერ დამარცხდნენ.
"ქართველების გამარჯვების შემდეგ, ესპანელებს ენდომებათ სასწრაფოდ დაივიწყონ ეს შემთხვევა "ევრო 2016" –ის მოლოდინში, როდესაც 6 დღეში ისინი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ითამაშებენ." – წერს ბრიტანული გამოცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.