საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ჩვენი დახმარების წყალობით, ხდება ეკონომიკის რეორიენტაცია რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ, აშშ-ს ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს, - განაცხადა შშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენებზე.
„დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ჩვენი პარტნიორების მდგრადობის გასაძლიერებლად, 2017 ფინანსურ წელს ჩვენ მოვითხოვეთ 787 მილიონი დოლარი ევროპასა და ევრაზიისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით ეს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთს ეხება.
ჩვენ ასევე ვაღრმავებთ თანაშრომლობას სადაზვერვო კუთხით ევროპასა და ევრაზიაში, იმისთვის რომ გამოვავლინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის ღია და ფარული ძალისხმევა, მოახდინოს ქვეყნების შიდა პოლიტიკით მანიპულირება. ეს სამუშაო გამოხატავს ჩვენს ღრმა ერთგულებას იდეისა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.