თინა ხიდაშელი: შეხვედრა თეთრ სახლში საინტერესო გამოდგა, რადგან იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით
08-06-2016, 01:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ევროპის საკითხებში ჩარლზ კაპჩანიც ესწრებოდა.

 

 

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დღის წესრიგი უცვლელია - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული.

 


ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს.

 

 

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო მუდმივად გრძნობს ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი კი საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება იყო.

 

 

„თეთრ სახლში საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტში. დღევანდელი შეხვედრა თეთრ სახლში საინტერესო გამოდგა, რადგან იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

ევრილ ჰეინსთან შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი დევიდ კრამერს შეხვდა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორია. დევიდ კრამერი სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური კვლევების უფროსი მკვლევარი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯერ ევროპისა და ევრაზიის (რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი), შემდეგ კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის უფლებების საკითხებში.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინა ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატო-ს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობაში.

 

 

8 ივნისს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ის ადმინისტრაციულ კონფერენციაზე. გაიმართება შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტშიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი