"ამერიკის ხმის" ხმის ინფორმაციით, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ მოსმენა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოც გახდა.
ამერიკელმა სენატორებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ ობამას ადმინისტრაცია საკმარისად არ მუშაობს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ბრძოლაში.
სენატორ ბენ კარდინის მოსაზრებით, რუსეთის ქმედებები, მათ შორის, 2008 წლის ომი და მოსკოვის მიერ ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, საფრთხეს უქმნის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.
„დღეს ჩვენ შევხვდით, რათა ვიმსჯელოთ რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს, საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, შეჭრა უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსია, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული ძალების დახმარება ეჭვქვეშ აყენებს სუვერენული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, რომელიც ევროპის ქვაკუთხედია 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები რუსეთის რეჟიმთან, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი პრინციპები, ან თვალი დავხუჭოთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელიც პუტინის მიერაა ჩადენილი“, - განაცხადა სენატორმა, ბენ კარდინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.