მაიკლ კარპენტერი: ვაპირებთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას
08-06-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების ინტენსივობა გაზარდოს, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

 

 

„ჩვენ ახლა ვაპირებთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას, მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, მაგრამ აქვს გეგმა, გაზარდოს სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების ინტენსივობა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და დღემდე განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლას, ასევე ახდენს საქართველოზე ზეწოლას.

 

 

მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განცხადება რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, საქართველოზე რუსეთის ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია.

 

 

კარპენტერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი