დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
08-06-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა, ხოლო ი. ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 


"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან უნდა მოეხდინათ თამბაქოს ნაწარმის რე-ექსპორტი, გაიარეს საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი. თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით, ბრალდებულებმა ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო გამშვები-პუნქტი, „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას გეგმავდნენ დალუქული, ცარიელი ავტომანქანით.

 


აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 5-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი