საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცენტრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"გიორგი მარგველაშვილი კარნეგის ფონდის ბელგიის ოფისს ეწვია და ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს როლზე ისაუბრა, როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. დისკუსიაში მონაწილეებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს და იმ შემაშფოთებელ გარემოზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება" - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.