ჰილარი ქლინთონმა საკუთარი თავი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადა, მიიღო რა მისი როლი ისტორიაში, როგორც პირველმა ქალმა, რომელიც თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლაში ქვეყნის მთავარ პარტიას გაუძღვება. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ყოფილმა პირველმა ლედიმ, შეერთებული შტატების სენატორმა და სახელმწიფო მდივანმა ბერნი სანდერსზე მისი გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად ბრუკლინში, ნიუ იორკში, იზეიმა, სადაც ქლინთონმა ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობის ხანგრძლივ ისტორიაში მისი წვლილის შესახებ ისაუბრა.
"ყველა თქვენგანს მადლობას გიხდით, ჩვენ მივაღწიეთ ნიშანსვეტს," განაცხადა ქლინთონმა სიტყვის წარმოთქმისას. " ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ მათ წინაშე, ვინც ჩვენზე წინ იყო."
68 წლის ქლინთონმა ნიუ ჯერსის პარტიულ შეჯიბრში ბერნი სანდერსი დაამარცხა და დელეგატთა ის ოდენობა მოიპოვა, რაც ივლისის პარტიის ყრილობაზე მისი კანდიდატის ოფიციალურად წარდგენისთვის არის საჭირო. მან 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 5–თვიანი საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად, გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.