ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ინფარსტრუქტურლი პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 390 043 ლრი დაიხარჯება. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. იგეგმება ასევე ბაღის ახალი ინვენტარით აღჭურვა.
როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათწლეულების მანძილზე არ არსებობდა. მისი მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. ახალ საბავშვო ბაღში 105 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.