საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მისივე თქმით, ამ კუთხით პრეზიდენტთან და პარლამენტთან გამართულმა კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
”არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია გაკეთდა მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით და 8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით შედის ძალაში და რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, რომ კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.