ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ქაიროდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო იძულებული გახდა უზბეკეთში ავარიული დაშვება განეხორციელებინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC "უზბეკეთის ავიახაზებზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"ეარბას A330-220" – ზე მყოფი 118 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი ევაკუირებული არიან ურგენხის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
გასულ თვეს, "ეგვიპტის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან ქაიროსკენ მიფრინავდა და რომლის ბორტზეც 66 ადამიანი იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა. ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე ბურუსითაა მოცული, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა გამომძიებლებმა ერთი კვირის წინათ განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთის სიგნალი აღმოჩენილია.
ოთხშაბათს "ეგვიპტის ავიახაზების" ინციდენტზე ეგვიპტის ოფიციოზს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მაგრამ ეგვიპტის ოფიციალურმა წყარომ, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, "ასოშიეითედ პრესს" უთხრა, რომ ანონიმურმა პირმა ქაიროს აეროპორტში უსაფრთხოების აგენტს ტელეფონით დაურეკა იმის სათქმელად, რომ პეკინის მიმართულებით თვითმფრინავის ბორტზე ბომბი იყო, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ხომალდის ეკიპაჟს და უთხრა უახლოეს აეროპორტში დაშვებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.